სახის გამწმენდი ქაფი
აქტიური კომპონენტები: პროპოლისი, თაფლი, ცვილის ჩრჩილი.
ჰაეროვანი ქაფი მაკიაჟის მოსაშორებელი ეფექტური საშუალებაა. უზრუნველყოფს სახის კანის დატენიანებას და გაწმენდას ყოველგვარი ცხიმოვანი კვალის გარეშე.
ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტი შეიცავს უნიკალურ ფერმენტ „ცერაზას“, რომელიც სახის კანის ზედაპირიდან რბილად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ააქტიურებს კანის განახლების და აღდგენის პროცესებს. ცვილის ჩრჩილი შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა, რადგან შეიცავს ამინომჟავების კომპლექსს (მათ შორის, ალანინს და გლიცინს), რომელიც კვებავს და ატენიანებს კანის ღრმა შრეებს.
პროპოლისის ექსტრაქტი ხსნის გაღიზიანებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება.
ნატურალური თაფლი ღრმად კვებავს და ატენიანებს სახის კანს.
სახის გამწმენდი ქაფი კარგად აშორებს ჭუჭყსა და დეკორატიული კოსმეტიკას. მისი რეგულარული გამოყენება დიდი ხნით შეგინარჩუნებთ სახის კანის სინორჩესა და ხავერდოვნებას. განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც ადვილად გაღიზიანებადი და პრობლემური კანი აქვს
გამოყენების წესი: სახის კანის გასაწმენდად დღის ბოლოს ან მაკიაჟის მოსაშორებლად. დოზატორის დაჭერისას წარმოიქმნება ნაზი ქაფი. ქაფი წაისვით ნამიან კანზე, შეიზილეთ და წყლით ჩამოიბანეთ.
© 2023 ინტერნეტ-მაღაზია